30 აგვისტო, 2016
სასმელი, რომელიც მოგიწესრიგებთ წონას, ქოლესტერინს, ძილს
ცუდი კვება, არარეგულარული ძილი და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა უარყოფითად აისახება გულ-სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე.

არაჯანსაღი ცხოვრების წესი მაღალი ქოლესტერინის ძირითადი მიზეზია. ქოლესტერინის მაღალი დონე კი ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

ამ რთული პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება. საკმარისია მხოლოდ რაციონის მცირედით შეცვლა. თუ ამ სასმელს რეგულარულად ჩართავთ თქვენს რაციონში, ქოლესტერინის დონეს მარტივად მოიწესრიგებთ.

ინგრედიენტები:

1 გრეიპფრუტი.
¼ ლიმონი.
ცოტაოდენი კოჭა.
2 ღერი ნიახური.

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და კარგად დააქუცმაცეთ. შეგიძლიათ წვენი გადაწუროთ და ისე დალიოთ.

შენიშვნა:
ნუ
გამოიყენებთ გრეიპფრუტს ან მის წვენს, თუ რაიმე მედიკამენტს იღებთ, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს მეტაბოლიზმზე.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS