29 აგვისტო, 2016
აი, რა მოსდის თქვენს ორგანიზმს, როცა ლიმონიან წყალს კურკუმას უმატებთ
ლიმონიანი წყალი ძალიან სასარგებლო სასმელად მიიჩნევა, მაგრამ თუ კურკუმას დაუმატებთ, სასწაულებრივ მკურნალ სასმელად იქცევა.

სასმელი გააახალგაზრდავებს თქვენს ორგანიზმს და ენერგიით აგავსებთ.

მრავალი ასწლეულის მანძილზე კურკუმა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენებოდა. მისი სამკურნალო თვისებები მეცნიერულადაა დამტკიცებული.

კურკუმა ძლიერი ანთების საწინაახმდეგო და ანტისეპტიკური საშუალებაა, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

ის ინდური სამზარეულოს მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. კერძს სპეციფიკურ გემოსა და არომატს სძენს, ამასთან აჯანსაღებს ორგანიზმს. ამიტომ, თუ ლიმონიან წყალს ცოტაოდენ კურკუმას დაუმატებთ, ჯანმრთელობას გამოიკეთებთ.

თბილი წყალი მონელებაში ეხმარება, ლიმონი კი ღვიძლს
წმენდს. როდესაც ამ სასმელს კურკუმას უმატებთ, მის სარგებლიანობას 10-ჯერ ზრდით. ხოლო თუ ერთ მწიკვ დარიჩინსაც დაუმატებთ სისხლში შაქრის შემცველობას აკონტროლებთ.

გთავაზობთ ამ სასმელის რამდენიმე ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან შესაძლებლობას:

- აღმოფხვრის სისხლში შაქრის შემცველობას, რაც გამოწვეულია დიაბეტით.
- საკვების მიღების შემდეგ, მაშინვე გამოყოფს დიეტურ ცხიმებს.
- სასმელს წონის დაკლება შეუძლია და ორგანიზმს ტოქსინებისგან ათავისუფლებს.
- ანტიანთებითი საშუალების დახმარებით, თავის ტვინში დეგენერაციულ პროცესებს აფერხებს, რაც სიბერესთანაა დაკავშირებული - დემენცია და ალცგეიმერი.
- კურნავს ქრონიკულ ყაბზობას და ენერგიულს გხდით.
- კურკუმა ღვიძლის ფუნქციას აუმჯობესებს.
- ასტიმულირებს ნაღვლის ბუშტს, იმ ნივთიერებების გამოყოფაში ეხმარება, რომლებიც საკვების გადამუშავებაში ეხმარება ორგანიზმს.
- მისი ძლიერი ანტიმიკრობული თვისება, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მონელებას, აღმოფხვრის გაციებასა და ხველას.

ინგრედიენტები:

1/4 ჩ.კ. კურკუმა
1 ჭიქა თბილი წყალი
ნახევარი ლიმონის წვენი
1/8 ჩ.კ. თაფლი
მწიკვი დარიჩინი, სურვილისამებრ

მომზადების წესი:

შეათბეთ წყალი, დაუმატეთ ლიმონი, თაფლი და კურკუმა, კარგად აურიეთ. საუკეთესო შედეგის მისაღებად, უნდა ურიოთ სასმელს, ვიდრე ბოლომდე არ დალევთ, რადგან კურკუმა ხშირად ფსკერზე ჩადის.

სასმელი უნდა დალიოთ, ვიდრე თბილია. ეს იაფფასიანი და ნატურალური სასმელი ჯანმრთელობის გარანტია და კარგი იქნება, თუ ყოველ დილით მიიღებთ!

ლეა ხიმშიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თინა
1/8 ჩ.კ თაფლი რააა.. ვერ გავიგე რაღაც შეცდომაა
00:31 / 11-03-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS