26 აგვისტო, 2016
ხმაური ყურებში - ძახველი და თაფლი გაგიუმჯობესებთ სმენას
ყურებში ხმაურს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. იცოდეთ, რომ ეს განგაშის სიგნალია.

აუცილებლად მიმართეთ სპესიალისტს. დახმარების სახით კი შეგიძლიათ რამდენიმე ხალხური საშუალება გამოიყენოთ.


წყალი და ნიშადურის სპირტი

200 მილილიტრ ადუღებულ წყალში გააზავეთ 1 სადილის კოვზი ნიშადურის სპირტი, დაასველეთ მასში მარლის ან ბამბის ნაჭერი და კომპრესის სახით დაიფინეთ შუბლზე. გაიჩერეთ 40-50 წუთით.

პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე 5-6 დღის განმავლობაში. ყურებში ხმაური თანდათან გაივლის.

ძახველი და თაფლი

ძახველი გაქენით თაფლში. აიღეთ ცოტაოდენი
ნაზავი, გაახვიეთ რამდენიმეფენა მარლაში და ტამპონის სახით ჩაიდეთ ყურში. დაიტოვეთ მთელი ღამით.

პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ერთხელ 14-21 დღის განმავლობაში.

გარდა იმისა, რომ ყურებში ხმაური გაივლის, ეს პროცედურა სმენასაც გაგიუმჯობესებთ.

სოფიო ბულაური




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS