26 აგვისტო, 2016
რა საფრთხეს ქმნის მაგნიუმის ნაკლებობა - დაუკვირდით სიმპტომებს და დაეხმარეთ ორგანიზმს
მინერალები ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის.

ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით 35 გრამ მაგნიუმს შეიცავს. ის ძირითადად თავმოყრილია კბილებსა და ძვლებში. ასევე, მცირედი რაოდენობით გულსა და ტვინში. ორგანიზმში ნორმალური ფუნქციონირებისთვის ყველა უჯრედს სჭირდება მაგნიუმი.

მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი, ქრონიკული დაღლილობა, უძილობა, სახის კუნთების თამაში, ფეხის კრუნჩხვები, შფოთი, გაღიზიანება, შაკიკი, დეპრესია და გულის დაავადებები.

მაგნიუმი აუმჯობესებს ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდების პროცესს. მაგნიუმის ნაკლებობას უკავშირდება პარკინსონის დაავადებაც. კვლევებმა დაადასტურა, რომ ალცჰეიმერისა და პაკინსონის
დაავადებების მქონე პაციენტები მაგნიუმის ნაკლებობას განიცდიან. მაგნიუმის დეფიციტს უკავშირდება სხვა ქრონიკული დაავადებებიც, მათ შორის, მეტაბოლური სინდრომი და მეორე ტიპის დიაბეტი.

მაგნიუმი აუცილებელია სხეულისა და გონებისთვის. მაგნიუმით მდიდარია მარცვლეული, თევზი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (კომბოსტო, ისპანახი), პარკოსნები, სუფთა შოკოლადი, თხილეული, ავოკადო და სხვადასხვა თესლი, მაგალითად: სელის, მზესუმზირას, გოგრის თესლი.

რით არის სასარგებლო მაგნიუმი:

შველის გაღიზიანებას, უძილობას, შფოთს,ისტერიკას. ხელს უწყობს კონცენტრაციას.

ამცირებს დეპრესიას.

ამშვიდებს და ადუნებს სხეულს.

აუმჯობესებს სპორტულ შესაძლებლობებს, გულის მუშაობას.

ეხმარება ფიბრომიალგიის მკურნალობისას.

შველის კუნთების დაღლილობას, თავის ტკივილს.

აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

მატებს ენერგიას.

ამცირებს შაკიკის გამწვავების რისკს.

აწესრიგებს გახშირებულ გულისცემას და არითმიას.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ირმა
მედიკამენტები თუ არსებობს რომ მაგნიუმის ნაკლებობა შეივსო
01:42 / 29-06-2020
გამოხმაურება / 0 /
მარინა
სოფო დზალიან ბევრი,დიდი მადლობა საუკეტესო რჰევებისტვის.....
14:33 / 10-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS