26 აგვისტო, 2016
ქოქოსის ზეთი - გაიუმჯობესეთ კანის ხარისხი
დღეს კანის მოსავლელად უმეტესობა ბუნებრივ საშუალებებს ამჯობინებს. მათ შორის ქოქოსის ზეთი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სახის კანის გასაწმენდად.

ქოქოსის ზეთის ტონიკის მომზადება ძალიან ადვილია.

ინგრედიენტები:

საკვები სოდა.

ქოქოსის ზეთი.

მომზადების წესი:

ყველაფერი ძალიან მარტივია - ორივე ინგრედიენტი თანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთგვაროვანი სქელი მასის მიღებამდე. შემდეგ მიღებული მასა 10-20 წამით შედგით აერღუმელში. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ქოქოსის ზეთი კარგად გალღვეს და კოლტები არ დარჩეს. შემდეგ ოდნავ გააგრილეთ და 5-10 წუთით საყინულეში შედგით.
თქვენ მიიღებთ ძალიან სქელ მასას.
სოდა შექმნის კრისტალისებურ მასას, რაც საშუალებას მოგცემთ, ნაზავი სკრაბის სახით გამოიყენოთ.

თუ ამ ბუნებრივი სკრაბით სახეს კვირაში 3-ჯერ გაიწმენდთ, თქვენი კანი ძალიან მალე დაიბრუნებს სიგლუვესა და ჯანმრთელ იერს.

სოფიო ბულაური

ბეჭდვა