25 აგვისტო, 2016
უნივერსალური ბუნებრივი ნიღაბი - ლამაზი კანი ერთ კვირაში
ეს ნიღაბი გამოგადგებათ როგორც სახის, ისე ხელებისა და ფეხების კანის მოსავლელად. მასში შემავალი ინგრედიენტები კანს სიგლუვესა და სილამაზეს ანიჭებს, აქრობს წვრილ ნაოჭებს, აუფერულებს ლაქებს.

გარდა ამისა, აქვს სამკურნალო მოქმედებაც - იცავს კანს ინფექციებისგან და აღადგენს დაზიანებულ უბნებს. ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და აცხრობს ანთებით პროცესს. ასუფთავებს ფორებს.

ინგრედიენტები:

1 სუფრის კოვზი იოგურტი დანამატების გარეშე.
1 სუფრის კოვზი თაფლი.
1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:

მომცრო ჯამში ერთმანეთში აურიეთ თაფლი
და იოგურტი, დაამატეთ ახალგამოწურული ლიმონის წვენი და ისევ კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ სქელი პასტის კონსისტენცია.

გამოყენების წესი:

ნიღაბი წაისვით კანზე და გაიჩერეთ 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შეიმშრალეთ, წაისვით დამატენიაბნებელი კრემი.

ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 3-4-ჯერ, უმჯობესია დღის პირველ ნახევარში.

სოფიო ბულაური

ბეჭდვა