25 აგვისტო, 2016
რეჰანი მოგიწესრიგებთ ქოლესტერინის დონეს - დაეხმარეთ გულს და აიცილეთ ინსულტი
მაღალი ქოლესტერინი დღეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ხშირად გულის დაავადებების ძირითადი მიზეზია. თუ არ გინდათ ქოლესტერინს ქიმიური პრეპარატებით ებრძოლოთ, არსებობს ბუნებრივი საშუალება, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მედიკამენტურ მკურნალობას. ამ პრობლემის მოგვარებაში რეჰანი დაგეხმარებათ.

რეჰანი ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული სამკურნალო მცენარეა. ის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. თუ გინდათ ამ მცენარისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, უმჯობესია ის ნედლი სახით გამოიყენოთ.

დაახლოებით ორი სუფრის კოვზი დაჭრილი რეჰანი К ვიტამინის დღიური ნორმის 29%-ს შეიცავს. ეს ვიტამინი აუცილებელია ქოლესტერინის წინააღმდეგ საბრძოლველად. რეჰანი
ასევე მდიდარია А ვიტამინით, ბეტაკაროტინებითა და მძლავრი ანტიოქსიდანტებით. ამის წყალობით რეჰანს შეუძლია დაიცვას ორგანიზმი ათეროსკლეროზისგან, გულის შეტევისა და ინსულტისგან.

რეჰანი შეიცავს, ასევე, ბევრ სასარგებლო მინერალსა და ვიტამინს. გარდა ამისა, აქვს ანტიბაქტერიული თვისებები.

რეჰანი - ანტიოქსიდანტი

როგორც ანტიოქსიდანტი, რეჰანი იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების მავნე ზემოქმედებისგან, ანუ კარცინოგენეზისგან.

რეჰანი - ანტიბიოტიკი

თავისი ანტიმიკრობული შემცველობის წყალობით, რეჰანი მძლავრ ანტიბიოტიკადაც გვევლინება. ამისთვის საკმარისია ერთად მიირთვათ რეჰანი და ნიორი.

რეჰანი - ქოლესტერინის მტერი

რეჰანი, როგორც აღვნიშნეთ კარგი საშუალებაა არტერიების ქოლესტერინისგან გასასუფთავებლად.

რეჰანი, ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა დაავადებების, მაგალითად, შეკრულობის, მეჭეჭების, თირკმლების დაავადებების, ხველების, თავის ტკივილისა და დიარეის პროფილაქტიკისთვისაც.

სოფიო ბულაური

ბეჭდვა