17 აგვისტო, 2016
ფარისებრი ჯირკვლის შემოწმებაში თერმომეტრი დაგეხმარებათ
ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა, მეცნიერული კვლევებისას აღმოაჩინა, რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა ფარისებრი ჯირკვლის მოქმედების შესანიშნავი მაჩვენებელია.

როგორ უნდა შეამოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შესამოწმებლად, საკმარისია იქონიოთ ჩვეულებრივი თერმომეტრი.

1. გაამზადეთ თერმომეტრი საღამოს. ტემპერატურის მაჩვენებელი 35 გრადუსს არ უნდა სცდებოდეს.

2. თერმომეტრი იღლიაში გაღვიძებისთანავე ჩაიდეთ და 10 წუთს გაიჩერეთ. მიღებული ტემპერატურა, თქვენი დილის ბაზალური ტემპერატურაა.

3. თუ ტემპერატურა დილით 36,5 – 36,8-ს შორის მერყეობს, მაშინ ფარისებრი ჯირკვალი და ორგანიზმი აბსოლუტურად ნორმალურ მდგომარეობაშია. მენსტრუაციის ან ფეხმძიმობისას
ქალების ტესტის მაჩვენებელი შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს.

4. თუ ტემპერატურა 36,5 გრადუსზე დაბალია, ეს ფარისებრი ჯირკვლის დაბალ ფუნქციონირებაზე მეტყველებს. ასევე შესაძლოა გამოვლინდეს ამ დაავადების სხვა სიმპტომებიც: თავბრუსხვევა, ხშირი თავისტკივილები და გაციება, მეხსიერების გაუარესება, თმის ცვენა.

5. თუ დილის ტემპერატურა 36,8 გრადუსს სჭარბობს, მაშინ თქვენი ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა აჩქარებულია. შესაძლოა ორგანიმზში ანთებითი პროცესების საწყის მდგომარეობაზე მიანიშნებდეს.

6. მაქსიმალურად ზუსტი შედეგის მისაღებად, ტესტი 3 დღის მანძილზე გაიმეორეთ. როგორც კი ნორმიდან გადახრას შეამჩნევთ, ენდოკრინოლოგს ეწვიეთ.

ფარისებრი ჯირკვლის, უმნიშვნელოვანესი ორგანოს სიჯანსაღისთვის, მოერიდეთ სტრესს და კარგად იკვებეთ.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკვებს, რომელიც შეიცავს სელენს, მაგნიუმს, კორტიზოლს, A და B ვიტამინებს.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და კარგ განწყობას!

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
თეა
ჩემი სხეულის ტემპერატურა მუდმივად 35.5 მჭირდება თუ არა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია? ჩემი ასაკია 46 წელია რაც შეეხება თავბრუსხვევას და თავის ტკივილს, არ მაწუხებს
22:19 / 06-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ინა ადამაშვილს
ინა, მაგნიუმით მდიდარია მზესუმზირისა და გოგრის თესლი, მწვანილი, პარკოსნები და მარცვლეული, ნიგოზი, ქატო, კაკაოს ფხვნილი.
14:03 / 04-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ინა ადამაშვილს
მაგნიუმით მდიდარია: მწვანილი (20 მგ-დან 100გ-მდე); პარკოსნები და მარცვლეული (100-დან 200 მგ-მდე); ნიგოზი (200-300 მგ-მდე); კაკაოს ფხვნილი (400 მგ-მდე); მზესუმზირასა და გოგრის თესლი (400-500 მგ); ქატო.
12:13 / 04-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ჩუმკა
გადაგყვებიან თან,ვის ააქვს შენი დარდი.
23:58 / 05-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ინა ადამაშვილი
თუ შეგიძლიათ,მოგვწერეთ მაგნიუმის შემცველი პროდუქტები.
19:32 / 13-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS