11 აგვისტო, 2016
თითების ეს უბრალო მასაჟი მოგიხსნით ნებისმიერ ტკივილს - გაიგეთ როგორ
თუ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ხელთ არ აღმოგაჩნდათ, სცადეთ წერტილოვანი მასაჟი. ეს მეთოდი მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.

ტკივილის გასაყუჩებლად გაიკეთეთ თითების მასაჟი.

თავის ტკივილი და შაკიკი
თავის ტკივილი, დაძაბულობა და სტრესი შეგიძლიათ მოიხსნათ ცერა და საჩვენებელ თითებს შორის სულ რაღაც 4-5-წამიანი მასაჟით.

ეს მეთოდი ორსულებისთვის არ არის რეკომენდებული.

სინუსიტი, თავბრუსხვევა, წნევა, გაჭედილი ცხვირი
ხელისგული სახისკენ შეაბრუნეთ და ცერა და საჩვენებელი თითების ბალიშებით გაიკეთეთ დანარჩენი თითების ბალიშების მასაჟი - თითო თითზე 1-3 წუთის განმავლობაში.

გაციება, ყელის ტკივილი
გაიკეთეთ ცერა
თითის მასაჟი. ეს გაგიუმჯობესებთ სუნთქვას და უშველის ხველებასაც.

კისრის ტკივილი და დაძაბულობა
წრიული მოძრაობით გაიკეთეთ თითოეული თითის შუა ნაწილის მასაჟი.

კუჭაშლილობა
გაიკეთეთ ცერა თითის მასაჟი, ვიდრე თითი კარგად არ გახურდება. ამის შემდეგ გახურებული ცერა თითით დააწექით ხელისგულის და გაჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წუთით.

მუცლის ტკივილი და მენსტრუალური სპაზმები
გაიკეთეთ მთელი ხელის მტევნის მასაჟი. გარდა ამისა, დააწექით საჩვენებელ თითს ფრჩხილის მხრიდან.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS