04 აგვისტო, 2016
ხახვს შეუძლია, ეს ხუთი პრობლემა მოგიგვაროთ - სასწრაფო დახმარება ჯანმრთელობისთვის
თუ ლაშქრობისას ან მოგზაურობისას ხელთ არ აღმოგაჩნდათ მედიკამენტები, სასწრაფო დახმარებას ჩვეულებრივი ხახვი გაგიწევთ:

ანთებითი პროცესის დროს
დაავადებათა უმრავლესობას ქრონიკული ანთება იწვევს. ხახვი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ანთებით პროცესს და აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

განსაკუთრებით ეფექტურია ართრიტის, ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ. ასე რომ, ხშირად ჩართეთ თქვენს რაციონში.

მაღალი ტემპერატურის დროს
მაღალი ტემპერატურის დროს ძილის წინ ხახვის ნაჭრები ფეხისგულებზე დაიდეთ, ჩაიცვით წინდები და დაიტოვეთ მთელი ღამით.

დეტოქსიკანტი
დადასტურებულია, რომ ხახვისა და კურკუმის კომბინირებისას, წარმოიქმნება ქიმიური
რეაქცია, რომელსაც კიბოსწინარე უჯრედების განადგურება შეუძლია.

გულის დაავადებები
ხახვში შემავალი ნივთიერებები აქვეითებს სისხლსი ქოლესტერინის დონეს, შესაბამისად, ქვეითდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.

კანის დამწვრობა
ხახვი და მისი წვენი ანელებენ ტკივილსა და ანთებით პროცესს კანის დამწვრობის დროს და ხელს უშლიან წყლულების გაჩენას.

სოფიო ბულაური 
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS