29 ივლისი, 2016
ხელებმა ჩვენი ასაკი რომ არ გაამხილონ - მარტივი რჩევები
ხელებმა ასაკი რომ არ გაამხილონ აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ რაციონს, ჩართოთ მასში მინერალები და ვიტამინები.

მომჩვარული კანი და თეთრი ლაქები ფრჩხილებზე აშკარად მიუთითებს, რომ არასწორად იკვებებით და ორგანიზმს კალციუმი, იოდი, რკინა და А და В ჯგუფის ვიტამინები სჭირდება.

ფრჩხილები დროდადრო დაასვენეთ, მოიშორეთ ლაქი, გაიკეთეთ მკვებავი და მატონიზებელი პროცედურები. კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთეთ მარილის ზღვის აბაზანები, ფრჩხილებში ზეითუნის ზეთი შეიზილეთ.

პროცედურების შემდეგ ხელებზე დამატენიანებელი კრემი წაისვით და 15 წუთით ჯერ ცელოფნით, შემდეგ კი პირსახოცით შეიფუთეთ.

გახსოვდეთ,
რომ ხელების დაბანისას წყალი არც ძალიან ცხელი უნდა იყოს და არც ძალიან ცივი. ორივე შემთხვევაში ხელების კანი ძალიან ზარალდება.

მტვრევადი ფრჩხილების პრობლემა შეგიძლიათ თბილი ზეთის აბაზანებით მოაგვაროთ, კარგი იქნება, თუ მასში რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენს ან ვიტამინებს შეურევთ.

თუ ფრჩხილები გიშრევდებათ, გაიკეთეთ თანაბარი პროპორციით გაზავებული ვაშლის ძმრისა და ზეთის აბაზანა.

ხელებისთვის ძალიან კარგია დილით და საღამოს მკვებავი კრემის წასმა. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ რბილი და ხავერდოვანი კანი.


სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS