29 ივლისი, 2016
აბუსალათინის ზეთი წამწამების, თმის და წარბების ზრდის სუკეთესო საშუალებაა - ის ბევრი სხვა პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ
აბუსალათინის ზეთი შეიცავს Е ვიტამინს, მინერალებს, აქვს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.
აბუსალათინის ზეთს ბევრი დიდი დახმარების გაწევა შეუძლია, მათ შორის:

ხელს უწყობს თმის ზრდას
საკმარისია, უბრალოდ, რამდენიმე წვეთი აბუსალათინის ზეთი მსუბუქი მასაჟისებური მოძრაობებით თმაში შეიზილოთ. გაიჩეროთ მცირე ხნით და ჩვეულებრივ ჩამოიბანოთ.

აუმჯობესებს ლიმფის მოძრაობას
ექიმების აზრით, არ არსებობს წამალი, რომელიც გააუმჯობესებს ლიმფის მოძრაობას. და მაინც, ყველაზე უკეთ აბუსალათინის ზეთს შეუძლია ამ საკითხში დახმარება.

ანთების საწინააღმდეგო თვისებები
აბუსალათინის ზეთის ანთების საწინააღმდეგო თვისებები რიცინოლის მჟავას დამსახურებაა.
მას შესივებული სახსრებისა და ქსოვილის ანთებითი პროცესების შესამცირებლად იყენებენ.

გაუვალობა
ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით აბუსალათინის ზეთი ნაწლავებს მუშაობაში ეხმარება.

მენსტრუალური ციკლის დარღვევა
აბუსალათინის ზეთი ეფექტურად ადუნებს მენსტრუალურ სპაზმებში მონაწილე კუნთებს.

აკნე
რიცინოლის მჟავას წყალობით აბუსალათინის ზეთი ადვილად აგვარებს კანის ბევრ პრობლემას.

მზით დამწვრობა, ქერტლი
აბუსალათინის ზეთი ეფექტური საშუალებაა ქერტლის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე იცავს თავის კანს სოკოსა და მიკრობებისაგან.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS