29 ივლისი, 2016
ნიღაბი დაწეული ქუთუთოებისთვის - კვერცხის ცილა ახალგაზრდობას გაგიხანგრძლივებთ
დაბერების პროცესს ბევრი უსიამოვნო ეფექტი ახლავს, მათ შორის გარეგნული ცვლილებები. ჩნდება ნაოჭები, კანი სიმკვრივესა და ელასტიკურობას კარგავს.

დაბერების პირველი ნიშნები თვალებთან ჩნდება - თვალები თითქოს შესივებულია, ჩნდება მუქი წრეები, ქუთუთოები დაბლა იწევა და მაკიაჟის გაკეთებაც უფრო ძნელდება.

მიუხედავად ამისა, არსებობს ხალხური რეცეპტი, რომლის დახმარებითაც იოლად გაუმკლავდებით პრობლემას და გაიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას.

ინგრედიენტები:

1 კვერცხის ცილა.

1 ბამბის დისკი.

მომზადებისა და გამოყენების წესი:

ქუთუთოები კარგად გაიწმინდეთ მაკიაჟისაგან. დაასველეთ ბამბის ტამპონი კვერცხის ცილაში, დახუჭეთ თვალი და ფრთხილად წაისვით
ჯერ ერთ, შემდეგ მეორე ქუთუთოზე.

თვალები დახუჭული გქონდეთ, ვიდრე ცილა მთლიანად არ გაშრება.

შემდეგ ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS