28 ივლისი, 2016
როგორ გავირუჯოთ სახლის პირობებში - შედეგი შოკში ჩაგაგდებთ
ყველას კარგად გვახსოვს ლეღვის ფოთლის ინციდენტი და ლამაზი ნამზეურის ნაცვლად მისგან გამოწვეული უსიამოვნებები. რა თქმა უნდა, ლეღვის ფოთლის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია, თუმცა არსებობს სრულიად უსაფრთხო და უვნებელი რეცეპტები, რომლებიც ძალიან დაგეხმარებათ შინაურ პირობებში სასურველი ფერის მიღებაში.

მოამზადეთ ძალიან მუქი ჩაი ან ყავა და ყოველდღე წაისვით კანზე. ამ პროცედურით კანი არა მარტო შეიცვლის ფერს, არამედ უფრო ჯანსაღ იერსაც მიიღებს.

ნატურალურ დაფქულ ყავას შეურიეთ იმდენი წყალი, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ, წაისვით კანზე, გაიჩერეთ 15 წუთით და გრილი
წყლით ჩამოიბანეთ.

თუ მშრალი კანი გაქვთ, წყლის ნაცვლად ზეთი გამოიყენეთ. შეგიძლიათ ყავა კაკაოთი ჩაანაცვლოთ.

წაისვით კანზე წვრილად გახეხილი სტაფილო, გაიჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.

და კიდევ, ყოველდღიურ რაციონში ჩართეთ წითელი და ნარინჯისფერი ხილ-ბოსტნეული. მაგალითად, სტაფილო, პომიდორი, გოგრა, ატამი.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS