28 ივლისი, 2016
ანანასის წვენი ყავისა და ალკოჰოლის ნაცვლად - სასმელი მოხდენილი მკერდისა და ჯანმრთელი სახსრებისთვის
მოხდენილ სხეულზე ყველა ოცნებობს ქალიც და მამაკაციც, თუმცა წონაში დაკლება არც ისე იოლი საქმეა. აღიარებულია, რომ ყველაზე საიმედო დამხმარე ამ საკითხში ანანასია.

ანანასი მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით, როგორიცაა С ვიტამინი, მანგანუმი და სპილენძი. ის ასევე შეიცავს ბრომელაინს. ეს შენაერთი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, აძლიერებს იმუნურ სისტემას, იცავს კიბოს დაავადებების განვითარებისგან, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას, ანელებს სახსრების ტკივილს. ასევე, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

ანანასი ბრწყინვალე ანტიოქსიდანტია. ის ანელებს დაბერების პროცესს და კანს ელასტიკურობას
მატებს.

ამდენად, ანანსი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის, რადგან მას შეუძლია მკერდს სიმკვრივე დაუბრუნოს.

ასე რომ, ქალებს ურჩევენ ყავისა და ალკოჰოლის ნაცვლად ანანასის წვენი მიირთვან. ანანასის წვენის რეგულარულად სმა საოცარ შედეგს იძლევა. როგორც აღვნიშნეთ, მკერდი უფრო მკვრივი ხდება, ნელდება ნაოჭების წარმოქმნისა და დაბერების პროცესი.

ანანასის წვენი ათავისუფლებს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისა და შლაკებისაგან. მისი დახმარებით იოლად გაუმკლავდებით ზედმეტ წონას.

ცხადია, ლაპარაკია ნატურალურ ანანასის წვენზე.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS