27 ივლისი, 2016
თუ გულისრევა გაწუხებთ - გაითვალისწინეთ ეს რჩევები და გაატარეთ ზაფხული მშვიდად
გულისრევას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ხშირად ამის მიზეზი ძლიერი ემოციური ფონია. ამ დროს უნდა შეეცადოთ მშვიდად და ღრმად ისუნთქოთ.

თუ გულისრევა ორგანიზმის ინტოქსიკაციის შედეგია, პირველ რიგში, კუჭი უნდა გამოირეცხოთ. ამისთვის ორ ლიტრ წყალში გახსენით ორი სადილის კოვზი საკვები სოდა და დალიეთ, შემდეგ ორი თითით ოდნავ დააწექით ენის ფუძეს.

გულისრევის შეგრძნებას კარგად უმკლავდება ოხრახუში და პიტნა. თუმცა ეს მცენარეები ორსულთათვის არ არის რეკომენდებული, რადგან მუცლის მოსაშლელი თვისებები აქვთ და საშვილოსნო ზედმეტად იძაბება.

ორსულმა ქალებმა ლიმონის ჩაი
უნდა დალიონ: ორი ლებანი ლიმონი კოვზით დაჭყლიტეთ, დაასხით ცოტაოდენი ცხელი წყალი. თუ ლიმონი არ გაქვთ, შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა ციტრუსი ან წითელი მოცვი და შტოში გამოიყენოთ.

ძალიან ეფექტურია არომათერაპია. გულისრევის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ მსუბუქად შეისუნთქოთ მანდარინის , ლიმონის, პიტნის, ჟოლოსა და ლავანდის ეთერზეთები.

გულისრევის დაძლევაში დაგეხმარებათ სამკურნალო ბალახებიც: გვირილა, კრაზანა, ფარსმანდუკი, ბაბუაწვერა, მრავალძარღვა, კამა.

თუ გულისრევა არაფერმა არ შეგიჩერათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS