27 ივლისი, 2016
ასთმა - ინჰალატორს ეს სასმელი შეგიცვლით
ასთმის დროს დიდი მნიშნელობა აქვს საკვებს. არსებობს პროდუქტი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს ასთმის შეტევები. მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა სტაფილო, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი ლორწოს გამოდევნას.
სტაფილოში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები ეხმარება ფილტვებს და ამსუბუქებს სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე იცავს ასთმის, ბრონქიტისა და ემფიზემისგან.

სასარგებლო პროდუქტები ასთმის დროს:

¼ ანანსი, 1 ფენჰელი, 8-10 კომბოსტოს ფოთოლი, 3-4 ბოლოკი, ½ ლიმონი.

2 ჭიქა მარწყვი, 1 ჭიქა შტოში, 1 ბროწეული.

2 მწვანე ვაშლი, 6 ღერი ნიხური,
ერთი კონა ისპანახი, ერთი კონა ოხრახუში, ¼ ლიმონი.

1 კიტრი, 2 საშუალო ზომის ჭარხალი, ½ ლიმონი.

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი და ბლენდერის საშუალებით მოამზადეთ სასმელი.

თუ ასთმა გაწუხებთ, რაციონიდან უნდა გამორიცხოთ:

ნატრიუმი და ნატრიმის გლუტამატი ( რადგან მათ შეუძლიათ ბრონქების შევიწროება გააძლიერონ, რასაც ჰისტამინი იწვევს).
ციტრუსები.

ცხოველური წარმოშობის საკვები, როგორიცაა კვერცხი, რძე, რძის პროდუქტები, ხორცი და თევზი.

ალკოჰოლი და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები.

მზესუმზირას ზეთი.

მიუხედავად იმისა, რომ ციტრუსები უკუჩვენებას იწვევს, ლიმონი და ლიმონის წვენი სასარგებლოდაა მიჩნეული.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა