26 ივლისი, 2016
მოიშორეთ სახიდან თმა სამუდამოდ - აღმოსავლური რეცეპტი
თუ გინდათ სამუდამოდ მოიშოროთ ზედმეტი თმა სახიდან და სხეულიდან, დროის მიერ გამოცდილი ეს მარტივი აღმოსავლური რეცეპტი დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები:

1 სადილის კოვზი კურკუმა.
2 სადილის კოვზი მუხუდოს ფქვილი.
ცოტაოდენი იოგურტი ან რძე.

მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად აურიეთ, მიღებული მასა წაისვით პრობლემურ უბნებზე, გაიჩერეთ 20 წუთი (ვიდრე არ გაშრება). შემდეგ გაიწმინდეთ სახე თბილ წყალში დასველებული ბამბის ქსოვილით ან ფუნჯით და ნიღბის დარჩენილი ნაწილები ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ.

პროცედურა გაიმეორეთ 3-4-ჯერ კვირაში ერთი თვის განმავლობაში. თმის რაოდენობა თანდათან
შემცირდება და საბოლოოდ სულ გაქრება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნათია
კურკუმა ხო ყოველ კუთხეში ყრია!:)))
21:05 / 20-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი
რა არის მუხუდო და სად შეიძლება შევიძინო ,,,,,,,,,
15:35 / 07-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS