26 ივლისი, 2016
როგორ დაამზადოთ ცნობილი შავი ნიღაბი სახლის პირბებში, რომელიც კანის ყოველგვარ ნაკლოვანებას აღმოფხვრის
ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელი სახის აბსოლუტური წმენდის ახალმა საშუალებამ ე.წ. Black Mask-მა მოიცვა.

შავი ნიღაბი აშორებს ყოველგვარ ნაწიბურებსა და შავ წერტილებს. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ნიღბის შეძენის საშუალება ბევრს არ აქვს, ამიტომ გთავაზობთ მსგვას საშუალებას, რომელსაც სახლის პირობებშიც მოამზადებთ და ორიგინალს არც ეფექტურობით ჩამოუვარდება.

ნიღაბი სახეს არა მარტო ჭუჭყს აშორებს, არამედ ფორებიდან ამოაქვს კანის ცხიმი და მის ზედაპირს არასასურველი ნივთიერებებისგან ათავისუფლებს.

სახლში დამზადებული ნიღაბი აქტივირებული ნახშირით

დაგჭირდებათ:

2 აბი აქტივირებული ნახშირი;
1 სუფრის კოვზი
კოსმეტოლოგიური შავი თიხა;

შავი წყალი.

მომზადების წესი:

1. 2 აბი ნახშირი დააქუცმაცეთ და შეურიეთ თიხას.

2. დაუმატეთ ანადუღარი, გრილი წყალი, ისე, რომ მიიღოთ არაჟნის მსგავსი კონსისტენცია.

ნიღაბი უნდა წაისვათ სუფთა, გაწმენდილ სახეზე. გადაინაწილეთ კანზე ბამბით, არ შეეხოთ თვალის გარშემო კანს.

ნიღაბი უნდა გაიჩეროთ 10-15 წუთს, ვიდრე ნარევი ბოლომდე არ გამოშრება. შემდგომ ჩამოიბანეთ წყლით ან მცენარეული ნაყენით. სასურველი შედეგის მისაღებად, საკმარისია ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთოთ.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS