26 ივლისი, 2016
არ გაძინებთ ხვრინვა? ეს სასმელი მიირთვით
უძილობის მიზეზი ხშირად შეიძლება პარტნიორის ხვრინვა იყოს. უნდა იცოდეთ, რომ ხვრინვა უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია ზედმეტი ლორწოთი. ასე რომ, თუ სასუნთქ გზებს ზედმეტი ლორწოსგან გავათავისუფლებთ, მნიშვნელოვნად შევამცირებთ ხვრინვას. უფრო მეტიც, შეიძლება ეს პრობლემა მთლიანად მოგვარდეს.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც ხელს უწყობს წედმეტი ლორწოს მოშორებას და შესაბამისად, ხვრინვის შემცირებას.

ინგრედიენტები:

2 ვაშლი.
¼ ლიმონი.
2 სტაფილო.
1 ნაჭერი კოჭა.
½ ჭიქა წყალი.

მომზადების წესი:

მისი მომზადება ძალიან მარტივია: ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ერთგვაროვან მასად აქციეთ.

გამოყენების წესი:

მიღებული წვენი უნდა დალიოთ დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე. გარდა ამისა, უარი უნდა თქვათ შემდეგ პროდუქტებსა და სასმელებზე:

დამუშავებული საკვები პროდუქტები და სასმელები.

ცხიმიანი საკვები.

ძნელად გადასამუშავებელი პროდუქტები.

ძალიან ბევრი შოკოლადი.

ბევრი ალკოჰოლი.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, სასუნთქი გზები სწრაფად გათავისუფლდება ზედმეტი ლორწოსგან და შესაბამისად, ხვრინვის პრობლემაც მოგვარდება.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS