25 ივლისი, 2016
ყველაზე იაფფასიანი და ნამდვილი საშუალება, რომელიც ცელულიტისგან ერთ თვეში გაგანთავისუფლებთ
ცელულიტთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია არ გამოგრჩეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი. ყურადღებით წაიკითხეთ და შეასრულეთ მოცემული რჩევები, რათა ნამდვილად დაიბრუნოთ ელასტიური და ახალგაზრდა კანი.

ცელულიტთან ბრძოლის წესები:

1. დალიეთ დღეში 3 ლ წყალი

ეს ქსოვილში წყლის შემცველობას შეგინარჩუნებთ და კანს სილამაზესა და ახალგაზრდობას დაუბრუნებს. გახსოვდეს - რაც უფრო მეტ სუფთა წყალს სვამ, მით უფრო სწრაფად დნება კანქვეშა ცხიმი. კანი სიგლუვეს აღიდგენს.

2. ნუ დაგავიწყდებათ ხილი და ბოსტნეული

მიირთვით ხილი საჭმლის მიღებამდე 20 წუთით ადრე, ბოსტნეული, სალათის სახით კი გარნირთან ერთად.
რაც უფრო მეტ ხილსა და ბოსტნეულს იღებთ, მით უფრო ჯანსაღია კანი.

3. მიიღეთ კამა

რაციონში მუდმივად შეიტანეთ კამა, ამით გაიუმჯობესებთ სითხის გადინებას ორგანიზმიდან და აღადგენთ კანს! ეს უსაფრთხო და აბსოლუტურად ნატურალური შარდმდენი საშუალებაა.

4. ნუ დაგავიწყდებათ E ვიტანიმი

რეგულარულად, უმჯობესია ყოველდღიურად მიიღოთ კვერცხი და ღვიძლი, მოხარშული ქათამი, თევზი, ინდაური, თხილი, ბარდა, ლობიო და ოსპი. ცილებსა და E ვიტამინს უნდა შეიცავდეს მთავარი მენიუ, ასე სწრაფად დაიკლებთ წონაში და უსიამოვნო ცელულიტებიც მალე დაგავიწყდებათ!

ლეა ხიმშიაშვილი

ბეჭდვა