25 ივლისი, 2016
უხეში კანი გაქვთ იდაყვებზე? - თბილი ზეითუნის ზეთი და თაფლი გიშველით
იდაყვებზე გაუხეშებული კანი შეიძლება ენდოკრინული დარღვევების ბრალი იყოს. ცხადია, ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკა და მკურნალობა სპეციალისტების კომპეტენციაა. არსებობს მეორე მიზეზი - ეს ავიტამინოზი გახლავთ, А და Е ვიტამინების უკმარისობა. თუმცა, მიხედავად ყველაფრისა, უხეში კანი იდაყვებზე შეიძლება მოუვლელობის ბრალიც იყოს.

შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ პრობლემასთან გამკლავებას.
ძალიან სასარგებლო და ეფექტურია თბილი ზეითუნის ზეთის აბაზანები. გარდა ამისა, ძილის წინ იდაყვებზე ცხიმიანი და მკვებავი კრემის სქელი ფენა წაისვით. კრემი შეიძლება კარაქით ან არაჟნით შეცვალოთ.

ორი კვირის
შემდეგ საკუთარ იდაყვებს ვეღარ იცნობთ.

1 სადილის კოვზი კარტოფილის სახამებელი გახსენით ცხიმიან თბილ რძეში და მიღებულ ნაზავში იდაყვები 20 წუთით ჩაყავით. კვირა-ნახევარში კანი იდაყვებაზე ელასტიკური და ნაზი გახდება.

იდაყვენზე კანი მუქი და უხეში რომ არ იყოს, პერიოდულად ახალგამოწურული ლიმონის ან კარტოფილის წვენით დაიზილეთ.
კარგი შედეგი აქვს თაფლის ნიღაბსაც. მაისის თაფლით მსუბუქად დაიზილეთ იდაყვები, მეტი ეფექტისთვის პოლიეთილენით შეიხვიეთ და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ კი მკვებავი კრემი შეიზილეთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS