25 ივლისი, 2016
თუ ცუდად გძინავთ, კანი გიშრებათ და ტკბილეულის მოთხოვნილება გაქვთ - მოუსმინეთ ორგანიზმს
საკუთარ პრობლემებზე ორგანიზმი თავად იძლევა სიგნალს, მთავარია მოვუსმინოთ და შევძლოთ მისი გაგება.


მაშ ასე, რაზე მეტყველებს:

ცუდი ძილი, გაღიზიანება, ფეხის კრუნჩხვები

ეს სიმპტომები მიუთითებს, რომ ორგანიზმს მაგნიუმი და კალიუმი აკლია. ამ ნივთიერებებით მდიდარია თხილეული, სელის თესლი, მზესუმზირა და ნუში.

რეგულარულად უნდა მიირთვათ მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მაგალითად, კომბოსტო, ისპანახი. ასევე, ქლიავი, ჭარხალი, გარგარი.

მარილიანი საკვების მოთხოვნილება
ეს ორგანიზმში, კერძოდ, შარდის ბუშტში მიმდინარე ანთებით ან ინფექციურ პროცესებზე მიუთითებს.

მშრალი კანი
მშრალი კანი ნიშნავს, რომ ორგანიზმს Е ვიტამინი
აკლია, ამიტომაც რაც შეიძლება ხშირად მიირთვით ზეთი, ცხიმიანი თევზი და ნიგოზი.

ტკბილეულის მოთხოვნილება
თუ ორგანიზმი ტკბილს გთხოვთ, ესე იგი თქვენი ნერვული სისტემა დაძაბულობის პიკზეა, ამიტომ ენერგიის აღსადგენად ორგანიზმი გლუკოზას ითხოვს. კუჭ-ნაწლავის პრობლემების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია თაფლი ან მწარე შოკოლადი მიირთვათ.

სისხლდენა ღრძილებიდან
ეს ნიშნავს, რომ С ვიტამინი გაკლიათ და რაც შეიძლება მეტი ჩაი უნდა დალიოთ და მეტი ხილ-ბოსტნეული და ნიორი მიირთვათ.

უმი პროდუქტების მოთხოვნილება
ეს გასტრიტის ან ღვიძლის პრობლემების ნიშანია. უმი პროდუქტი ამშვიდებს კუჭს და ამცირებს კრუნჩხვებს.

მშრალი კანი იდაყვებზე
აშკარად მიუთითებს, რომ ორგანიზმს А და С ვიტამინები აკლია. რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვათ, განსაკუთრებით, ფორთოხალი, სტაფილო, გარგარი და გოგრა.

ზღვის პროდუქტების მოთხოვნილება
ამ შემთხვევაში თქვენი ორგანიზმი აშკარად იოდის ნაკლებობას განიცდის.

მჟავე საკვების მოთხოვნილება
მჟავე საკვები ორგანიზმს ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის სტიმულირებისთვის სჭირდება. ასე რომ, მიირთვით რაც შეიძლება მეტი ლიმონი და შტოში.

მტვრევადი თმა და ფრჩხილები
ამ შემთხვევაში ორგანიზმს კალციუმი და B ვიტამინი აკლია. ასე რომ, რაც შეიძლება ხშირად ჩართეთ თქვენს რაციონში რძე, პარკოსნები, კარტოფილი, მარცვლეული, გაღივებული თავთავი.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გოგონა
სექსის მთხოვნილება?
20:30 / 12-12-2016
გამოხმაურება / 1 /
ბიჭი
Kaci unda naxo!!!!! romelic mag kitxvaze pasuxs gagcems!
21:17 / 28-04-2018
TOPS