22 ივლისი, 2016
სკრაბი სახისთვის - დაგიცავთ მიმიკური ნაოჭებისგან და გაგიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას
სახის პილინგი სკრაბის დახმარებით კარგი საშუალებაა მიმიკური ნაოჭების წარმოქმნის შესაფერხებლად. გარდა ამისა, კანი უფრო ნაზი, ელასტიკური და ხავერდოვანი ხდება, შორდება ზედმეტი ცხიმი და დნაკლებად იქერცლება.
შინაურ პირობებში სკრაბის მომზადება ძალიან მარტივია.

საპნის ქაფი და შაქარი
გაისაპნეთ ხელები საბავშვო საპნით და წაისვით სახეზე, მოერიდეთ თვალების ირგვლივ ზონას. შემდეგ ხელისგულებზე ცოტაოდენი შაქარი დაიყარეთ და შეიზილეთ სახეზე. დაიზილეთ სახე 1-2 წუთის განმავლობაში და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

გაითვალისწინეთ: ეს რეცეპტი არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც ძალიან მშრალი კანი
აქვს.

ბრინჯი და ყავის მარცვლები

ეს სკრაბი დაეხმარება მათ, ვისაც ცხიმიანი ან ძალიან მშრალი კანი აქვს.
პროპორციით 1:1 დააქუცმაცეთ ბრინჯისა და ყავის მარცვლები, შეგიძლიათ ყავის საფქვავი გამოიყენოთ. აირჩიეთ 2 ჩაის კოვზი ფხვნილი, დაუმატეთ ამდენივე კეფირი ამ ნაკლებცხიმიანი იოგურტი, კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 5-7 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და სახე კარგად შეიმშრალეთ.

კვერცხი

რეცეპტი განკუთვნილია მშრალი და აქერცვლადი კანისთვის.

ყავის საფქვავის მეშვეობით დაფქვით კვერცხის ნაჭუჭი. აიღეთ 1 ჩაის კოვზი კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი და 1 კვერცხის გული. კარგად აურიეთ და წაისვით ნამიან სახეზე, თან ცოტა ხნის განმავლობაში კანი დაიზილეთ. ნიღაბი გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სოფიო ბულაური 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS