22 ივლისი, 2016
სულ რაღაც ორი ინგრედიენტი პედიკიურის ნაცვლად - ეს ძალიან მარტივია
გამომშრალი და დახეთქილი ქუსლები, ასევე ფეხებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, რა თქმა უნდა, მოქმედებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე და ზაფხულში ესთეტიკური თვალსაზრისითაც განსაკუთრებულ დისკომფორტს ქმნის.
პირადი ჰიგიენის საშუალებები და ჯანსაღი კვება ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ფეხებისთვის.

რეცეპტი, რომელსაც შემოგთავაზებთ, სულ რაღაც, ორი ინგრედიენტისგან შედგება და დაგიცავთ სიმშრალისა და აქერცვლისგან და სწრაფად მოგიხსნით დაღლილობას.

ეს ინგრედიენტები კი ყველა სამზარეულოში მოიპოვება.

ინგრედიენტები:

3-4 ფინჯანი რძე.
3 სადილის კოვზი საკვები სოდა.

მომზადების წესი:

შეათბეთ რძე, ჩაასხით ფეხების დასაბან თასში და დაუმატეთ
საკვები სოდა. კარგად მოურიეთ და ჩაყავით ფეხები 10 წუთით.

შემდეგ ფეხებზე თბილი წყალი გადაივლეთ და პირსახოცით კარგად შეიმშრალეთ.

წაისვით ყოველდღიური ფეხების კრემი და დატკბით შედეგით.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS