04 ივლისი, 2016
როგორ ვებრძოლოთ შავ წერტილებს - ლამაზი კანი მარტივად და სწრაფად
გაფართოებული ფორები და შავი წერტილები სახეზე საკმად გავრცელებული პრობლემაა. შემოგთავაზებთ მარტივ რეცეპტს, რომელიც სწრაფად და მარტივად დაგიბრუნებთ ლამაზ სახის კანს.

ინგრედიენტები:

1 კვერცხის ცილა.

1 ჩაის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:

ათქვიფეთ კვერცხის ცილა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ლიმონის წვენი.
დაიბანეთ სახე თბილი წყლით, რომ მოიშოროთ ჭუჭყი და ფორები გაიხსნას.

მიღებული მასა წაისვით სახეზე, მოერიდეთ მონაკვეთს თვალების ირგვლივ.

გაიჩერეთ ნიღაბი 20-25 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

წაისვით სახის კრემი, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებთ.

ეს ნიღაბი,
ასევე, ათეთრებს სახის კანს და ებრძვის გამონაყარს.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნატალია
ეს ნიღაბი ყოველდღე უნდა გავიკეთო?
13:14 / 06-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS