30 ივნისი, 2016
გარგარი - გემრიელი საკვები სახისთვის
გარგარს ფართოდ იყენებენ კოსმეტოლოგიაში. განსაკუთრებით პოპულარულია შინაური რეცეპტები, რომლის მთავარი ინგრედიენტი სწორედ ეს გემრიელი ხილია.

გარგარის წვენის ნიღაბი

დაასველეთ გარგარის წვენში რამდენიმე ფენად დაკეცილი მარლის ნაჭერი, ოდნავ გაწურეთ და დაიფინეთ სახეზე. შეშრობისთანავე სასფენი კვლავ დაასველეთ, ასე გააგრძელეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ სახე ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ.

სასურველია, ასეთი ნიღაბი გაიკეთოთ 2-3-ჯერ კვირაში. ნიღაბი კარგია ნებისმიერი ტიპის კანისთვს.

გარგარი და ლიმონის წვენი

ორი გარგარის რბილობი და ერთი სადილის კოვზი ლიმონის წვენი ერთმანეტში კარგად აურიეთ. მირებული მასა წაისვით
სახეზე და ზემოდან მარლა დაიფარეთ. 20 წუთის შემდეგ
ნიღაბი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS