30 ივნისი, 2016
რატომ უნდა ჭამონ თუთა ორსულებმა და სტუდენტებმა - რისთვის იყენებს მას ჩინური მედიცინა
თუთის ნაყენს, წვენსა და ნახარშს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მათ იყენებენ როგორც ამოსახველებელ და შარდმდენ საშუალებას. თუთის ახალი წვენი კარგი საშუალებაა ზედა სასუნთქი გზების (ანგინა, ტონზილიტი და ა.შ.), ასევე, პირის ღრუს წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

თუთის ახალგამოწურული წვენი რეკომენდებულია გაჭიანურებული ხველების, პნევმონიისა და ბრონქიტის დროს.

ჩინურ მედიცინაში მას იყენებენ ციების დროს სიცხის დასაწევად, თირკმლების უკმარისობისა და იმპოტენციის სამკურნალოდ.

თუთის ნაყოფი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ამიტომაც რეკომენდებულია მისი რაციონში ჩართვა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, სიმსუქნის, გულის კუნთის, ათეროსკლეროზის,
იშემიის, ტაქიკარდიისა და გულის მანკის მკურნალობისას.

ფოსფორის მაღალი შემცველობის გამო თუთა შეუცვლელი პროდუქტია ორსულებისთვის, სტუდენტებისა და ყველასთვის, ვისი სამუშაოც გონებრივ დატვირთვას მოითხოვს.

ანტიოქსიდანტების წყალობით, თუთა დაგეხმარებათ, თუ:

გაქვთ დაქვეითებული იმუნიტეტი.

ორგანიზმი ვერ ეწინააღმდეგება ინფექციურ დაავადებებს.

შენიშნეთ კანის ნაადრევი დაბერება.

დაგიქვეითდათ მხედველობა ან დაგიზიანდათ თვალის ბადურა.

დაირღვა ნივთიერებათა ცვლის პროცესი.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS