30 ივნისი, 2016
გინდათ, გქონდეთ ლამაზი კანი და მოიწესრიგოთ ჯანმრთელობა - გაისუფთავეთ სწორი ნაწლავი
სწორი ნაწლავის გასუფთავება აუცილებელია საჭმლის მონელების ნორმალური პროცესის აღსადგენად. ამაზე ბევრადაა დამოკიდებული როგორც ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობა, ისე გარეგნული სილამაზე.

დაბინძურებული სწორი ნაწლავი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი უსიამოვნების მიზეზი შეიძლება გახდეს.

აი, რამდენიმე სიმპტომი, რომლებიც მიუთითებს, რომ სწორ ნაწლავს სასწრაფოდ გასუფთავება სჭირდება:

გაუვალობა

ეს შეიძლება არასწორი კვების, ასევე არასწორი დიეტის, სტრესის, ქიმიური ან სხვა ტოქსიკური ნივთიერებების ბრალი იყოს.

ტკივილი

თავისა და ზურგის ტკივილი შეიძლება სწორედ დაბინძურებული სწორი ნაწლავის ბრალი იყოს.

დაღლილობა

დაღლილობა ერთ-ერთ პირველი სიგნალი შეიძლება იყოს,
რადგან სწორ ნაწლავში გაჭედილი ტოქსიკური ნარჩენები სისხლის მიერ ცირკულირდება და ორგანიზმის ყველა ნაწილში ვრცელდება.

სუნი

პირის ღრუს, სხეულისა და გაზების ცუდი სუნი ასევე მეტყველებს, რომ სწორ ნაწლავს გასუფთავება სჭირდება.

აკნე

დაბინძურებული სწორი ნაწლავის შედეგად წარმოქმნილი ტოქსინები ახშობს ფორებს და აკნეს მიზეზი ხდება.

სწორი ნაწლავის გასუფთავება მარტივად შეიძლება ხალხური საშუალების დახმარებით.

ინგრედიენტები:

240 მილილიტრი თბილი წყალი.

2 სადილის კოვზი ორგანული ვაშლის ძმარი.

2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი.

მომზადების წესი:

ვაშლის ძმარი გახსენით თბილ წყალში, დაუმატეთ თაფლი. კარგად მოურიეთ, ვიდრე თაფლი არ გადნება.

დალიეთ ყოველ დილით ან ნებისმიერ დროს დღის განმავლობაში.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნაირა
რამდენი დღის განმავლობაში შეიძლება ამის მიღება?
16:17 / 03-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS