29 ივნისი, 2016
წყალბადის ზეჟანგი - როგორ მოვიშოროთ მეჭეჭი და პაპილომა
კანზე ნებისმიერი წარმონაქმნის შემთხვევაში, მით უმეტეს, თუ მისი მოშორების სურვილი გაგიჩნდათ, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ, თუმცა არსებობს უსაფრთხო და უმტკივნეულო მეთოდი, რომელიც საქმეს გაგიიოლებთ. პროცედურა ძალიან მარტივია.

დაგჭირდებათ:

35%-იანი წყალბადის ზეჟანგი.

ბამბის დისკები.

ფრჩხილების ქლიბი ან პემზა (თუ ფეხისგულის მეჭეჭი გაწუხებთ).

გამოყენების წესი

სამუშაოს დაწყებამდე წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული უსაფრთხოების ზომები.

დაასველეთ ბამბის დისკი წყალბადის ზეჟანგში და ფრთხილად შეიზილეთ მეჭეჭში ან პაპილომაში.

გაიმეორეთ ეს პროცედურა 3-5-ჯერ დღეში 1-2 კვირის განმავლობაში.

თავიდან მეჭეჭისა და პაპილომის ირგვლივ კანი
გაფერმკრთალდება. თქვენ კი უნდა გააგრძელოთ პროცედურა, ვიდრე მეჭეჭი შავი არ გახდება. შემდეგ კი ის თვითონ მოძვრება.

ფეხისგულის მეჭეჭის შემთხვევაში სამკურნალოდ მეტი დრო დაგჭირდებათ.

პაპილომებისა და მეჭეჭების სამკურნალოდ შეგიძლიათ ვაშლის ძმარიც გამოიყენოთ.

უსაფრთხოების ზომები:

წყალბადის ზეჟანგი ფრთხილად წაისვით საჭირო მონაკვეთზე - მოერიდეთ ჯანმრთელ კანზე წასმას.

35%-იანი წყალბადის ზეჟანგი ძალიან ძლიერია, ამიტომ თუ მგრძნობიარე მონაკვეთზე უნდა წაისვათ, უმჯობესია წყლით გააზავოთ.

წყალბადის ზეჟანგი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ თვალის არეში პაპილომების მოსაშორებლად.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა