29 ივნისი, 2016
რა შეუძლია მუშმულას - თუ ასთმა გაწუხებთ
ამ გემრიელი ხილის სამშობლო ჩინეთისა და იაპონიის ნესტიანი სუბტროპიკული ნაწილია, თუმცა ჩვენში თურქული სახელით მუშმულით დამკვიდრდა, მაგრამ მას მუშმალათიც მოიხსენიებენ. ისე კი იაპონური ზღმარტლი ჰქვია.

მუშმალა უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც სასიკეთოდ მოქმედებენ ჯანმრთელობაზე.

მუშმალაში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალურ მუშაობას, ამსუბუქებს ტკივილს თირკმლებსა და შარდის ბუშტში კენჭების დროს.

მუშმალის რბილობისგან ამზადებენ სპირტიან ნაყენს ბრონქული ასთმისა და სასუნთქი გზების სხვა დაავადებების სამკურნალოდ:

5 ცალი მუშმალა კურკებიანად კარგად გაქენით (კურკებს დაჩეჩქვა მოუწევს), დაუმატეთ 2 სადილის
კოვზი თაფლი და 100 მილილიტრი თალი. კარგად აურიეთ და ერთი კვირის განმავლობაში ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში შეინახეთ. შემდეგ ნაზავი გადაწურეთ და მიიღეთ 30 გრამი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

ეს ნაზავი ამსუბუქებს ხველებას, გამოდევნის სისველეს თირკმლებიდან, აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

მუშმალა არ შეიძლება

მუშმალა არ შეიძლება მათთვის, ვისაც წყლულის დაავადება, მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტი და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები აწუხებს.

მუშმალა ასევე:

სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროს - მისი ფოთლები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ინსულინის გამომუშავებას.

აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა სახის ინფექციის, ვირუსებისა და მიკროორგანიზმების შემოტევის დროს.

აუმჯობესებს მხედველობას.

ხელს უწყობს არტერიული წნევის სტაბილიზებას.

ებრძვის გაციებასა და სურდოს.

უმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას.

სოფიო ბულაური 

ბეჭდვა