28 ივნისი, 2016
გაისუფთავეთ ყურები და დაიამეთ ტკივილი - სულ რაღაც ორი ინგრედიენტი
ყურის ინფექციები ხშირად ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციების შედეგია და შუა ყურის ანთებისა და მასში სითხის დაგროვების მიზეზი ხდება. ამ შემთხვევაში ექიმი, ცხადია, აუცილებლად გამოგიწერთ შესაბამის პრეპარატს, მაგრამ თუ ქიმიურ შემადგენლობას ბუნებრივ კომპონენტებს ამჯობინებთ, ეს რეცეპტი ნამდვილად გამოგადგებათ.

სულ რაღაც ორი ინგრედიენტი დაგეხმარებათ, რომ სწრაფად დაიამოთ ყურის ტკივილი და მოიშოროთ დაგროვილი გოგირდი.

ინგრედიენტები:

ზეითუნის ზეთი - გოგირდის დასარბილებლად და მოსაშორებლად.
ნივრის ზეთი - ბაქტერიების გასანადგურებლად.

მომზადების წესი:

შეათბეთ 2-3 კოვზი ზეითუნის ზეთი - ტემპერატურა სხეულის ტემპერატურასთან
მიახლოებული უნდა იყოს.

დაგროვებული გოგირდი შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიებს, ამიტომ მათ გასანადგურებლად შემთბარ ზეთს დაუმატეთ 4 წვეთი ნივრის ზეთი. კარგად აურიეთ და პიპეტის საშუალებით ყურში რამდენიმე წვეთი ჩაიწვეთეთ.

გაიჩერეთ 5-10 წუთით.

სასურველი შედეგის მისაღწევად, შეიძლება დღეში 2-3 პროცედურა დაგჭირდეთ.

შვებას რამდენიმე დღეში იგრძნობთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS