28 ივნისი, 2016
თუ დილით დაღლილი ან შესივებული სახით იღვიძებთ - რა უნდა წაისვათ იმ დღეს, როცა ყველაზე ცუდად გამოიყურებით
ამ უსიამოვნების მოგვარება მარტივი ხრიკით შეიძლება:

დილით, კრემის წასმამდე, სახე ყინულის კუბიკებით დაიზილეთ. კუბიკების მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილის ან გულყვითელას ნაყენი, ასევე, კიტრის ან ვაშლის წვენი.

დამატენიანებელი კრემი და მაკიაჟამდე წასასმელი საშუალებები საღამოს მაცივარში შეინახეთ. დილით, როცა მათ გამოიყენებთ, იგრძნობთ, როგორ იღვიძებს და ახლდება სახის კანი. ეს მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სახეზე კაპილარების ქსელი აქვს ან სახე უშუპდება.

მოვლილი ხელები და ღია ფერის მანიკიური ახალგაზრდულ იერს მატებს გარეგნობას.
მოერიდეთ მუქ ფერებს. განსაკუთრებით შავ და
ბორდოსფერ ლაქებს. ასეთი მანიკიური ყურადღებას იქცევს და თუ ის უზადოდ არ არის შესრულებული, ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.

შეარჩიეთ ღია ფერის ტანსაცმელი: ვარდისფერი, ღია ცისფერი, ლიმონისფერი სახეს უფრო დასვენებულ იერს მისცემს.

იმ დღეს, როცა ყველაზე ცუდად გამოიყურებით, აუცილებლად წაისვით რუმიანა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჩვეულებრივ არ იყენებთ.

ამ დროს საუკეთესო არჩევანი იქნება: - ცივი ვარდისფერი რუმიანა - ქერებისთვის, თბილი ვარდისფერზე კი შავთმიანებმა უნდა გააკეთონ არჩევანი. იმისთვის, რომ შედეგი გავაუმჯობესოთ, კარგი იქნება, თუ რუმიანას შუბლზე, ნიკაპზე და წარბების ქვემოთ წაისვამთ.

იმისთვის რომ დაღლილი სახე გამოაცოცხლოთ, შეგიძლიათ შემდეგი მარტივი ნიღაბი გამოიყენოთ.

კვერცხის ცილა ათქვიფეთ, სანამ თეთრი მასა არ გახდება, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ლიმონის ცედრა და დაქუცმაცებული ნუში, ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში და ათი წუთი გაიჩერეთ.

ნიღაბი ამაზე დიდხანს არ გაიჩეროთ სახეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამაგრდება.

ათი წუთის შემდეგ ნიღაბი ფრთხილად მოიშორეთ და სახე ცივი წყლით დაიბანეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS