28 ივნისი, 2016
დაიდეთ სახეზე პომიდორის ნაჭერი და მიიღეთ გამაოგნებელი შედეგი
გაფრთხილება: სამწუხაროდ, ძალიან მგრძნობიარე ან ალერგიული კანისთვის ნიღაბი არ გამოდგება.

პომიდორი განსაკურებული პროდუქტია, სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს კანზე.

გახსნილი ფორები, სიწითლეები, ანთებითი პროცესი, უსიამოვნო ნაწიბურები: პომიდორს შეუძლია უსწრაფესად აღადგინოს და გააუმჯობესოს თქვენი კანის მდგომარეობა.

პომიდორის ნიღაბი

პომიდორი შეგიძლიათ დაჭრათ ნაჭრებად ან ერთგვაროვან მასად აქციოთ, ეფექტი ერთნაირია. ნიღაბი სახეზე წაისვით და გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და თქვენი კანისთვის შესაფერისი დამატენიანებელი კრემი წაისვით.

დასაშვებია ნიღბის 1 საათს გაჩერება, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად 15 წუთიც საკმარისია.

ნიღაბი ძალიან
სასარგებლოა პრობლემური კანისთვის, მაშინვე მოგიხსნით ანთებით პროცესებს.

მთელი საიდუმლოება კი იმაში მდგომარეობს, რომ პომიდორის მჟავიანობა ასტაბილურებს კანის მდგომარეობას. პომიდორში შემცველ A,C, E და B6 ვიტამინებს კანი ტონუსში მოჰყავს, ებრძვის ნაოჭებს, აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევასა და სახის კანის ფერს.

პომიდორის ნიღაბი - პირველი დახმარებაა, თუ გსურთ 100%-ით კარგად გამოიყურებოდეთ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS