ვიდრე სილურჯის შესანიღბავად კოსმეტიკურ საშუალებებს მიმართავთ, კარგი იქნება, თუ ხალხურ მეთოდსაც ცდით. აი რამდენიმე მათგანი:
ძმარი და თბილი წყალი
შეურიეთ ერთმანეთში ცოტაოდენი ძმარი და თბილი წყალი და მოიბანეთ ან კომპრესის სახით დაიდეთ სილურჯეზე.
ძმარი აძლიერებს
ოხრახუში
ოხრახუში ამცირებს ანთებას და ტკივილს. ოხრახუშის ფოთლები დააქუცმაცეთ, დაიდეთ ნატკენზე და შეიხვიეთ.
პაკეტის ჩაი
მწვანეც და შავი ჩაიც მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით, რომლებიც ამცირებენ შესივებას. ჩაუშვით ჩაის პაკეტი ცხელ წყალში და შემდეგ ნატკენ ადგილზე დაიდეთ.
მოხარშული კვერცხი
ცხელი მოხარშული კვერცხი თხელ ნაჭერში გაახვიეთ და დაიდეთ სილურჯეზე, ვიდრე არ გაცივდება.
ამ მეთოდით შეგიძლიათ უმკურნალოთ ჩალურჯებულ თვალსაც.
კომბოსტო
კომბოსტო მდიდარია С და К ვიტამინებით, რომლებიც აცქარებენ შეხორცების პროცესს. კომბოსტოს ფურცელი რამდენიმე წუთით გააჩერეთ ცხელ წყალში და შემდეგ ნატკენ ადგილზე მიიდეთ.
სოფიო ბულაური