26 ივნისი, 2016
თუ გაწუხებთ მუქი წრეები და ტომრები თვალებქვეშ, შესივებული ქუთუთოები - გაიკეთეთ სოდის ნიღაბი
საკვები სოდა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უნივერსალური საშუალებაა, რომელიც შეიძლება გამოიყენო. არ არის გასაკვირი, რომ მის დახმარებას კოსმეტოლოგებმაც მიმართეს.

ნიღბის რეცეპტი, რომელსაც შემოგთავაზებთ, ძალიან სასარგებლოა სახის კანისთვის, აცხრობს შესივებულ ქუთუთოებს, აშორებს მუქ ლაქებსა და ტომრებს თვალებქვეშ.

დაგჭირდებათ მხოლოდ 1 სადილის კოვზი საკვები სოდა და 1 ფინჯანი გვირილის თბილი ჩაი.

ჩაყარეთ სოდა ჩაიში, შემდეგ ბამბის დისკი დაასველეთ ნაზავში და დაიდეთ თვალებქვეშ. გაიჩერეთ 15 წუთით.

შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით და წაისვით მკვებავი კრემი ან ქოქოსის ეთერზეთი.

თუ ამ
პროცედურას სისტემატურად გაიმეორებთ, სასურველ შედეგს მალე მიაღწევთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თიკო
კვირაში რამდენჯერ არი რეკომენდებული?
22:20 / 09-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS