26 ივნისი, 2016
დილის ელექსირი ლამაზი მუცლისთვის - ეს ძალიან მარტივია
თითქმის ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივაა, ტოქსინებთ არის სავსე - ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ და კოსმეტიკური საშუალებებიც, რომლებსაც ვიყენებთ. დაბინძურებული გარემო ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის წარმოქმნას და აფერხებს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

გთავაზობთ მარტივ რეცეპტს, რომელსაც ადვილად მოამზადებთ შინაურ პირობებში. ის ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება და არა მარტო მოხდენილი გარეგნობისთვის ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.

ინგრედიენტები:

2 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი.

2 ლიმონი.

2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი.

2 ჩაის კოვზი თაფლი.

გახეხილი კოჭა (საკმარისი იქნება 2,5 სმ ფესვი)

მომზადების წესი:

აურიეთ
ყველა ინგრედიენტი და დალიეთ მომზადებისთანავე.

ეს სასმელი აუცილებლად ახალმომზადებული უნდა დალიოთ.

დაიწყეთ დღე დილის ელექსირით, ის ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.

თავის მხრივ, ეს უზრუნველყოფს ღვიძლის სათანადო ფუნქციას - თქვენი ორგანიზმი გაიწმინდება ტოქსინებისგან და ცხიმის წვის პროცესიც მოწესრიგდება.

დილის ელექსირი, ასევე, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა