24 ივნისი, 2016
გაიმაგრეთ ძვლები, მუხლები და სახსრები - როგორ მკურნალობდნენ ძველი გერმანელები
ზურგის, სახსრებისა და ფეხების ტკივილი ძირითადად სხეულის არასწორი მდგომარეობის ბრალია. ამიტომ სხეულის სწორად დაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, როელიც სხეულის სწორად დაჭერასთან ერთად, დაგეხმარებათ გაიმაგროთ ძვლები, სახსრები და მუხლები. თუ ტკივილიც გაწუხებთ, ამ პრობლემასაც მოგიგვარებთ.

ინგრედიენტები:

1 კილოგრამი თაფლი.

10 სადილის კოვზი სელის თესლი.

50 გრამი გოგრის თესლი.

5 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ქუნჯუთი.

3 სადილის კოვზი ქიშმიში.

50 გრამი მზესუმზირა.

50 გრამი ხორბალი.

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ დიდ ჯამში და კარგად აურიეთ, შემდეგ
გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ.

გამოყენების წესი:

მიიღეთ თითო სადილის კოვზი საუზმისა და სადილის წინ.
ეს ნაზავი, ასევე, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და გულის მუშაობას, აღადგენს და აძლიერებს მყესებისა და იოგების ელასტიკურობას. აფერხებს ოსტეოპოროზისა და ოსტეოართრიტის განვითარებას.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა