24 ივნისი, 2016
მკვრივი დუნდულები ორ კვირაში - ბრაზილიური სილამაზის საიდუმლო
ეს დიეტა იმით არის მიმზიდველი, რომ ყველა ინგრედიენტი ადვილად ხელმისაწვდომია, თან შეგიძლიათ დღეში ხუთჯერ ჭამოთ. ეს დიეტა 4 კვირაზეა გათვლილი, მაგრამ ექსპრესმეთოდით შეიძლება, ორი კვირაც საკმარისი აღმოჩნდეს.

ძირითადი მოთხოვნები

უნდა შეეგუოთ, რომ ამ დიეტის მენიუ საკმაოდ ერთფეროვანი და მოსაწყენია. უარი უნდა თქვათ ტკბილეულზე, ცომეულსა და ალკოჰოლზე - ეს აუცილებელი მოთხოვნაა.

ეს დიეტა მიჩნერულია ცილოვან დიეტად. ზედმეტი არ იქნება, თუ დიეტის პერიოდში ორგანიზმს С ვიტამინით ან სხვა ვიტამინების კომპლექსით დაეხმ
არებით და დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი.

არ დაარღვიოთ და გადააადგილოთ მენიუში მითითებული საკვების რიგითობა. მენიუდან გამორიცხეთ სანელებლები, რომლებმაც შეიძლება მადა გაგიღვივოთ. ასევე, შებოლილი პროდუქტები.

თუ ძლიერმა შიმშილის გრძნობამ შეგაწუხათ, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ან ნატურალური წვენი.

ბრაზილიური დიეტა

აქ მოცემული მენიუთი ერთ კვირაში 2-3 კილოგრამს დაიკლებთ. დიეტა საჭიროების მიხედვით გააგრძელეთ.

საუზმე: რძემჟავა პროდუქტები და ხილი.

ლანჩი: ერთი ჭიქა ნატურალური წვენი ან ხილი.

სადილი: მოხარშული ქათამი ან თევზი და ბოსტნეული.

სამხარი: ბოსტნეულის სალათა და ყველი.

ვახშამი: კეფირი და ხილი.

გაითვალისწინეთ: უარი უნდა თქვათ ბანანსა და ყურძენზე. ასევე, სტაფილოზე, ჭარხალსა და კარტოფილზე. მთლიანად გამორიცხეთ მარილი. მხოლოდ მწვანე ჩაი შეგიძლიათ დალიოთ იმდენი, რამდენიც გნებავთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS