24 ივნისი, 2016
რატომ უნდა ჭამოთ 6 კბილი შემწვარი ნიორი 3 დღეში ერთხელ - გაიახალგაზრდავეთ უჯრედები
ყველამ იცის, რომ ნიორი ძლიერი ბუნებრივივი ანტიბიოტიკია, ჭამიდან 24 საათის შემდეგაც კი აქტიურად მოქმედებს ორგანიზმზე - კლავს პარაზიტებს და ეხმარება მას ტოქსინებისგან გათავისუფლებაში.

სასარგებლოა ტაფაზე ან ჰაერღუმელში შემწვარი ნიორი, შეგიძლიათ ის შემდეგ სადილის მოსამზადებლადაც გამოიყენოთ. ამ მეთოდით მომზადებულ ნიორს არა აქვს მძაფრი გემო და სუნი, მაგრამ მთლიანად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო იქნება, თუ მიეჩვევით და 2-3 დღეში ერთხელ მიირთმევთ შემწვარ ნიორს. ეს ხელს შეუწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას, გაასუფთავებს არტერიას და მოაწესრიგებს
მაღალი წნევის პრობლემას.

შემწვარი ნიორი ძალიან სასარგებლოა დიაბეტის დროს, ასევე, ის რეკომენდებულია მათთვის, ვისაც კუჭისა და ზედმეტი წონის პრობლემები აწუხებს.

ჰაერღუმელში გამომცხვარ ან ტაფაზე შემწვარ ნიორს მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, ის ხსნის მუდმივი დაღლილობის შეგრძნებას და აძლიერებს იმუნიტეტს.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, ასე მომზადებული ნიორი გახდომაში დაგეხმარებათ.

ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად საკმარისია, 2-3 დღეში ერთხელ მაინც 6 კბილი შემწვარი ნიორი მიირთვათ.

...და არ დაგავიწყდეთ, იმავდროულად რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღოთ.
შემწვარი ნივრით ორგანიზმის თითოეული უჯრედი გასუფთავდება და გაახალგაზრდავდება სულ რაღაც ორ კვირაში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS