16 ივნისი, 2016
ალუბალი - უძველესი სამკურნალო საშუალება - რატომ უნდა ჭამონ ორსულებმა
ალუბალს ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალოდ. განსაკუთრებით ფართოდ მოიხმარდნენ ალუბლის ფოთლებს - ძირითადად როგორც ანტისეპტიკს. სწორედ ამ თვისების გამო მასთან ერთად შენახული ხილი დიდხანს ძლებდა. აი, საიდან იღებს სათავეს კონსერვაციისთვის ალუბლის ფოთლების გამოყენების პრაქტიკა.

ალუბალი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით იმუნიტეტის ასამაღლებლად.

საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, სისხლნაკლებობისა და ნერვული სისტემის მოშლილობის დროს.

ალუბალი განსაკუთრებით სასარგებლოა ორსული ქალებისთვის, რადგან მასში უხვადაა ფოლიუმის მჟავა, რომელიც აუცილებელია და დადებითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე.

რძეში გარეული ალუბლის წვენი ძალიან კარგია ართრიტის დროს.

თირკმელში კენჭების შემთხვევაში, მაღალი წნევის, დისპეპსიის დროს ალუბლის ნაყოფის ყუნწებს (დაგჭირდებათ 10 გრამი) დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ცოტა ხნით და დალიეთ, ამ სასმელს აქვს შარდმდენი თვისება.

ოღონდ ვიდრე ამ რეცეპტს გამოიყენებთ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, უფრო დაწვრილებით მითითებებს ის მოგცემთ, რადგან კენჭების შემთხვევაში გასათვალისწინებელია სხვადასხვა ფაქტორი.

სხვათა შორის, ალუბალს ურჩევენ მათაც, ვისაც კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აწუხებს.

ალუბალი მდიდარია იოდით, ამიტომ ის აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლი პრობლემების დროს.

ალუბალი ანთების საწინააღმდეგო კარგი საშუალებაა. ამიტომ, თუ გაწუხებთ შარდსადინარი გზების ანთება და ცისტიტი, ასევე, შარდის ბუშტის ინფექციური დაავადებები, დალიეთ ალუბლის ფოთლების ნაყენი (დოზას მკურნალი ექიმი შეგირჩევთ).

თუ ბაღში ალუბალი გიდგათ და მოულოდნელად ცხვირიდან სისხლი წამოგივიდათ, მოწყვიტეთ ალუბლის რამდენიმე ფოთოლი, ხელით გასრისეთ და ტამპონივით ფრთხილად შეიდეთ ნესტოებში.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS