03 ივნისი, 2016
გაიკეთეთ ეს ნიღაბი ძილის წინ და დილით პრინცესასავით გაიღვიძებთ
კანის პიგმენტაცია შეიძლება ბევრი ფაქტორით იყოს გამოწვეული. მათ მოსაშორებლად უამრავი კოსმეტიკური საშუალება არსებობს, მაგრამ ხშირად ყველაზე ძვირად ღირებულიც კი არ იძლევა სასურველ შედეგს. გაცილებით ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი ნიღბები. შემოგთავაზებთ ერთ-ერთ რეცეპტს.

ინგრედიენტები:

1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.

1 სადილის კოვზი ჩვეულებრივი იოგურტი.

1 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი.

მომზადების წესი:

ერთმანეთში აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

წაისვით მიღებული მასა სახეზე და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი, რომელსაც
ჩვეულებრივ იყენებთ.

უკეთესი შედეგის მისაღწევად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-4-ჯერ.

ნიღაბი შეგიძლიათ ხელებზეც წაისვათ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS