30 მაისი, 2016
ეს ჩაი მოგიხსნით ყელის ტკივილს და ჩააქრობს ანთებას
ეს რეცეპტი გამორჩეულია იმით, რომ მისი გამოყენება სრულიად ჯანმრთელ ადამიანსაც შეუძლია. ის სწრაფად ხსნის ყელის ტკივილს და აქრობს ანთებას.

ამ სამკურნალო სასმლის მოსამზადებლად მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ - თაფლი და ლიმონი.

ლიმონი კარგად გარეცხეთ, სიგრძივ დაჭერით და მოათავსეთ ქილაში, დაასხით იმდენი თაფლი, რომ მთლიანად დაიფაროს და თავზე მჭიდროდ დაახურეთ. შედგით მაცივარში.

საჭიროების შემთხვევაში ერთ სუფრის კოვზ ნაზავს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი და მიირთვით. როგორც აღვნიშნეთ, ამ სასმლის დალევა შეგიძლიათ როგორც გაციების, ისე ჩვეულებრივ დროს,
როცა რაიმე გემრიელის დალევა მოგინდებათ.

გაითვალისწინეთ: სასურველი შედეგის მისაღებად ინგრედიენტები ნატურალური უნდა იყოს!

სოფიო ბულაური
ბეჭდვა