შემოგთავაზებთ რამდენიმეს:
ვაზის ღეროები დაწვით, ნაცარი გაცერით და დაუმატეთ კირი, გააზავეთ წყლით და მიღებული ფაფისებური მასა წაისვით პრობლემურ მონაკვეთზე. როცა კარგად გაშრება, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. 3-4 პროცედურის შემდეგ თმა ჩამოცვივდება და კანი სუფთა და გლუვი გახდება.
ზღვის ნიჟარები ძლიერ ცეცხლზე კარგად გაახურეთ და დაფხვენით, შეურიეთ ალოეს წვენი სქელი ფაფისებური მასის მიღებამდე და წაისვით პრობლემურ ადგილებზე.
როცა
ერთმანეთში კარგად აურიეთ 35 გრამი სპირტი, 5 გრამი ნიშადურის სპირტი, 2 გრამი იოდი, 5 გრამი აბუსალათინის ზეთი. მიღებული მასა წაისვით პრობლემურ ადგილებზე დილით და საღამოს. თმა სწრაფად დაცვივდება.
სოფიო ბულაური