27 მაისი, 2016
რატომ არ შეიძლება ყინულიანი წყლის დალევა
თბილი წყალი ხსნის ფორებს, კანი კი ამის შედეგად უფრო რბილი ხდება. ცივ წყალს საპირისპირო ეფექტი აქვს. ზუსტად ასე მოქმედებს ცივი წყალი კუჭ ნაწლავის ტრაქტზეც.

როგორ მოქმედებს ცივი წყალი ორგანიზმზე

ყინულიანი წყალი აცივებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და ავიწროებს სისხლძარღვებს, რითაც ხელს უშლის მის ნორმალურ ფინქციონირებას.

ადამიანის ორგანიზმს დიდი ენერგია სჭირდება შინაგანი ტემპერატურის დასარეგულირებლად, ამიტომ თუ აუცილებელი არ არის, მოერიდეთ ყინულიანი წყლის დალევას. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს არ ეყოფა ენერგია საჭმლის გადასამუშავებლად და სასარგებლო ნივთიერებების შესათვისებლად.

თუ საჭმელს ცივ წყალს დააყოლებთ, თქვენი ორგანიზმი ლორწოს ჭარბი რაოდენობით გამოყოფას დაიწყებს, იმუნური სისტემა ჩვეულ რეჟიმში ვეღარ შეასრულებს თავის ფუნქციას და გაიზრდება რისკი, რომ ამ დროს რომელიმე ინფექციამ ადვილად შეაღწიოს ორგანიზმში ან გაცივდეთ.

თუ ცივ წყალს ჭამის პროცესში მიირთმევთ, გასუქების საფრთხე ორჯერ გაიზრდება. საქმე ის არის, რომ თქვენი ორგანიზმი ვერ შეძლებს ჭარბი ცხიმის გადამუშავებას.

მცდარია შეხედულება, თითქოს ცივი წყალი აძლიერებს იმუნურ ფუნქციას და ხელს უწყობს კალორიების დაწვას.

რატომ არის ორგანიზმისთვის თბილი წყალი უკეთესი:

მაქსიმალურად ატენიანებს.

აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

აადვილებს დეფეკაციის პროცესს (დალიეთ ყოველ დილით).

ასუფთავებს სისხლს.

უკეთესად წმენდს ორგანიზმს ლიმფური სისტემის, კანისა და თირკმლების მეშვეობით.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS