25 მაისი, 2016
როგორ იყენებენ კოსმეტოლოგიაში ასპირინს - შედეგები გაგაოცებთ
ასპირინის სამედიცინო დანიშნულება ყველამ იცის. აღმოჩნდა, რომ მას კოსმეტოლოგიაშიც ფართოდ იყენებენ.

გამონაყარის სამკურნალოდ

ასპირინი შველის მუწუკებს. ამისთვის 1 აბი ასპირინი დაფხვენით, შეურიეთ იმდენი წყალი, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. მიღებული მასა წაისვით მუწუკებზე.
3-4 წუთის შემდეგ სიწითლე გაივლის და ტკივილიც ჩაცხრება. თუ ერთხელ წასმა საკმარისი არ აღმოჩნდება, რამდენიმე საათის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ.

სახის ნიღბებისთვის

თუ სახის კანი ცხიმიანი გაქვთ და შავი წერტილებიც გაწუხებთ, ასპირინი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. მშრალ კანს კი ასპირინი ყოველთვის არ უხდება, აქ ინდივიდუალური
მიდგომაა საჭირო.


არაჟანი და ასპირინი

2-3 სადილის კოვზ არაჟანს დაუმატეთ 1 აბი დაფხვნილი ასპირინი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა თანაბარ ფენად წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით.

თუ ამ ნიღაბს რეგულარულად გამოიყენებთ კვირაში 1-2-ჯერ, სახის კანი უფრო გაღიავდება, გაფართოებული ფორები და შავი წერტილები კი გაქრება. ფერიმჭამელებიც შემცირდება და კანი ცხიმისგან აღარ იპრიალებს.

თაფლი და ასპირინი

ასპირინის რამდენიმე აბს დაასხით იმდენი წყალი, რომ ასპირინი დალბეს და ფაფისებურ მასად იქცეს. დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით. შემდეგ სახე მსუბუქად დაიზილეთ და ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. წაისვით დამატენიანებელი კრემი.

პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 1-2-ჯერ.

ნიღაბი შველის აკნეს და სახეს სიგლუვესა და ხავერდოვნებას მატებს.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა