25 მაისი, 2016
როგორ ვუშველოთ ძლიერ ტკივილებს მენსტრუალური ციკლის დროს
თუ ტკივილი მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე ორო დღით ადრე იწყება, წამოვლითი ხასიათისაა, თავი გტკივათ და შეუძლოდ ხართ, მუცელსა და ფეხებზე ცხელი პირსახოცი ან ცხელი ქვიშით სავსე მოზრდილი ტომსიკები დაიდეთ. კარგია ფეხების დათბილვაც - ფეხების აბაზანა მთელ სხეულში მოგიხსნით დაძაბულობას.

• თუ საერთოდ მტკივნეული მენსტრუალური ციკლი გახასიათებთ, ტკივილის შესამცირებლად ყოველ საათში დალიეთ მეოთხედი ჭიქა მინდვრის შვიტის ნაყენი.
ნაყენის მოსამზადებლად 1 სადილის კოვზ ხმელ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი.

• თერმოსში ჩაყარეთ 2 სადილის კოვზი ხმელი წალიკა და დაასხით
0,5 ლიტრი მდუღარე წყალი. დალიეთ 100 გრამი 3-ჯერ დღეში ჭამამდე.

• 1 ჩაის კოვზ ხმელ კულმუხოს ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათით და გადაწურეთ. დალიეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში.

• ერთმანეთში აურიეთ 50 გრამი გვირილის ყვავილი, 5 გრამი დარიჩინი, 5 გრამი მიხაკი. აიღეთ 2 სადილის კოვზი ნარევი და დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათით და გადაწურეთ. მენსტრუალური ტკივილების დროს დალიეთ მეოთხედი ჭიქა ჭამის წინ.

• თუ ტკივილი გაუსაძლისია, 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ მარწყვის ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დალიეთ 1 სადილის კოვზი 4-ჯერ დღეში.

• მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე 3-5 დღით ადრე თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთში წიწმატურა, ჩვეულებრივი მატიტელა და ფითრი. 2 სადილის კოვზ ნაზავს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში და გადაწურეთ. დალიეთ თითო ჭიქა 2-ჯერ დღეში ციკლის დასრულებამდე.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
წადით ექიმთან ჯობია:)
14:58 / 26-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS