25 მაისი, 2016
რატომ იდებენ ნიორს ყურებში - მეთოდი, რომელსაც მოგზაურები იყენებენ
ნივრის სამკურნალო თვისებები ფართოდაა ცნობილი, მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რატომ უნდა ჩავიდოთ ნიორი ყურებში. აღმოცნდა, რომ ეს სურდოსა და ზედა სასუნთქი გზების მკურნალობის გამოცდილი ხალხური მეთოდია.

გაგაცნობთ რამდენიმე მეთოდს:

შეგიძლიათ გარჩეული ნიორი ყურსასმენივით ჩაიდოთ ყურებში, ოღონდ ღრმად არ მოგივიდეთ, რომ ყურის დოლურები არ დაიზიანოთ.

ნივრის წვენი დააწვეთეთ ბამბის ტამპონებზე და ჩაიდეთ ყურებში - ასე ყურის ნაზ კანზე ნაკლებად იმოქმედებს.

ყველაზე ეფექტურია მეთოდი, რომელსაც ტურისტები და მოგზაურები მიმართავენ, როცა ვინმეს სასწრაფოდ გამოჯანმრთელება სჭირდება: როგორც კი
იგრძნობთ, რომ თავი გტკივათ, აცემინებთ და ცხვირიც გაგეჭედათ, ერთი კბილი ნიორი ძალიან წვრილად დაჭერით, დაჭყლეტა ან გახეხვა არ არის საჭირო, მხოლოდ წვრილად უნდა დაჭრათ.

ბინტისგან ან მარლისგან გამჭერით ორი სწორკუთხედი, თითოეულში მილესებურად გაახვიეთ დაჭრილი ნიორი და ჩაიდეთ ყურებში. რამდენიმე წუთში თქვენ იგრძნობთ ნივრის სუნს, რომელიც ცხვირამდე ყურებიდან მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ სისტემა მუშაობს.

ნიორი ყურებში ნახევარ საათზე მეტხანს არ გაიჩეროთ. თუ ამ პროცედურას პირველად იტარებთ, 10-15 წუთიც საკმარისი იქნება. პროცედურა ძილის წინ უნდა გაიკეთოთ.

ამ მეთოდით მკურნალობისას ნიორში შემავალი ფიტონციდები ყურის ნიჯარებიდან ცხვირ-ხახის მთელ არეში აღწევენ და მის დეზინფიცირებას ახდენენ. ასე რომ, დილით სრულიად ჯანმრთელი გაიღვიძებთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარიტა
მაგარია,აუცილებლად გავაკეტებ.
20:16 / 27-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS