მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი ამ მიმართულებითაც იძლევა ფართო შესაძლებლობებს. შემოგთავაზებთ ხალხურ რეცეპტებს, რომლებიც მდგომარეობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.
ჩინური ლიმონურა
ფიზიკური ძალებისა და პოტენციის აღდგენის კარგი საშუალებაა ჩინური ლიმონურა. ძველ ჩინურ სამკურნალო წიგნებში მითითებულია, რომ ლიმონურა აღადგენს ენერგიას და თვალებს ბრწყინვალებას უბრუნებს.
იყენებენ ლიმონურას ფოთლებსა და ფესვებს. შეგიძლიათ მიირთვათ ლიმონურას ნაყოფიც,
ლიმონურა მოქმედებას იწყებს გამოყენებიდან ნახევარი საათის შემდეგ და ეფექტი 6 საათს გრძელდება.
კრაზანა
დიდი ხნის წინ შენიშნეს, რომ კრაზანა დადებითად მოქმედებს სექსუალ სურვილსა და ლტოლვაზე და ამაღლებს პოტენციას. კრაზანას ნაყენი ხსნის სტრესსა და დაღლილობას, ებრძვის აპათიასა და დეპრესიას. აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, აღვივებს ფანტაზიასა და აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას.
კრაზანა, ასევე, დადებითად მოქმედებს შარდ-სასქესო სისტემაზე, აუმჯობესებს ნაწლავებისა და სხვა ორგანოების მუშაობას.
ნახარშის მოსამზადებლად: 10 გრამ ხმელ კრაზანას დაასხით ერთი ჭიქა წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. გადმოდგით, კარგად შეფუთეთ და გააჩერეთ ერთი საათით.
დალიეთ თითო სადილის კოვზი 6-ჯერ დღეში, საკვების მიღების შუალედებში.
სოფიო ბულაური