24 მაისი, 2016
როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა - ამ რეცეპტებმა ბევრი იხსნა გამელოტებისგან
გამელოტებას თანამედროვე მამაკაცები მტკივნეულად განიცდიან და არაფერს იშურებენ მის შესაჩერებლად. არადა, არსებობს ხალხური რეცეპტები, რომლებსაც არათუ გამელოტების შეჩერება, თმის ამოყვანაც შეუძლია. რა თქმა უნდა, თუ საქმე სერიოზულ მიზეზებსა და გენეტიკას არ ეხება.

3-4 კოვზ ხმელ სვიას დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ მცირე ხნით. 2 თვის განმავლობაში გადაივლეთ თავზე ყოველი დაბანის შემდეგ.

თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთში კოთხუჯი, ბირკავა და სვიის გირჩები. აიღეთ ერთი მუჭა ნარევი
და ჩაყარეთ მდუღარე წყალში. შემდეგ ჭურჭელი გადმოდგით, თბილად შეფუთეთ და გააჩერეთ 2 საათით. ნაყენი ყოველდღე გადაივლეთ თავზე. შამპუნის გამოყენება აუცილებელი არ არის, არც სუფთა წყლის გადავლება გჭირდებათ. ნაყენის გადავლების შემდეგ თმა ჩვეულებრივად გაიშრეთ.

გარჩეული ნიორი ბლენდერის მეშვეობით დააქუცმაცეთ (შეგიძლიათ დანაყოთ) და წაისვით გამელოტებულ მონაკვეთზე. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ტირიფის ქერქი და ბირკავას ფესვები, ჩაყარეთ წყალში და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააჩერეთ ერთი საათით. შეიზილეთ თავის კანში ყოველდღე. შეგიძლიათ დაბანის შემდეგაც გადაივლოთ თავზე.

ერთი თავი ხახვი დააქუცმაცეთ და გაქენით ფაფისებური მასის მიღებამდე, შეურიეთ ცოტაოდენი ბირკავას ზეთი და წაისვით თმის ცვენის მონაკვეთებზე. ნახევარი საათის შემდეგ თავი ჩვეულებრივ დაიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ 2-3-ჯერ კვირაში 2 თვის განმავლობაში.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS